Thursday, March 9, 2017

მეშვიდე დღე

დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ საინტერესო იყო, რადგან გავეცანით ბლოგზე პორთფოლიოს ატვირთვის პროცესს და გამოვაქვეყნეთ ჩვენი ნამუშევარიც.ატვირთვის პროცესი ახალი არ იყო , მაგრამ მივიწყებული მქონდა, ამიტომ მომიწია მისი ახლიდან შესწავლა. ბლოგში ნამუშევრის განთავსება გამიჭირდა, რადგან მქონდა კომპიუტერში ტექნიკური ხარვეზები. დღევანდელი ცოდნა ჩემს პროფესიაში ხშირად გამომადგება, ვინაიდან პორტფოლიოს ატვირთვა ზოგადად მნიშვნელოვანია ყველა იმ აქტივობის გამოსაქვეყნებლად რასაც მომავალში გავაკეთბ. მუშაობის პროცესში გამიჭირდა ასევე თუ როგორ მოვახდინო რაიმე ცვლილების შეტანა რომელიმე აქტივობაში.( შევიტანე ცვლილება მაგრამ ვერ დავაფიქსირე და დავკარგე).
გარდა ბლოგზე გამოქვეყნებისა ასევე ვაწარმოეთ  ბლოგზე განთავსებული ერთ-ერთი აქტივობისა და შეფასების რუბრიკის  ურთირთშეფასება და კომენტარები.
ზოგადად  ტრენინგი იყო საინტერესო. შენიშვნები არ მაქვს, რადგან ტრენერი ძალიან ყურადღებიანი გვყავს და დროულ დახმარებას გვიწევს ყველას. ტრენინგი შინაარსით დატვირთულია და მრავლის მომცველი აქტივობები აქვს, რაც ჩვენი მომავალი საქმიანობისთვის საჭიროა.

No comments:

Post a Comment