მეცხრე დღე
ტრენინგის ეს დღე იყო საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული, რადგანაც ჩვენი პორთფოლიოების გადახედვა და მოწესრიგება მოვახდინეთ სათანადო საქაღალდეებში. გარდა ამისა წარვადგინეთ ჩვენი პროექტები პრეზენტაციის სახით, გავაკეთეთ ურთიერთშეფასება და მივიღეთ უკუკავშირი.
მუშაობის პროცესში ჩვენი ტრენერი გარდა ტექნოლოგიების დაუფლებისა დახმარებას გვიწევდა პროექტის შინაარსობრივ მხარის გამართულობისა და პრეზენტაციების შესახებ.
Sunday, March 19, 2017
Sunday, March 12, 2017
მერვე დღე
ჩემთვის ეს დღე საინტერესო იყო, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ განვიხილეთ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები, რითიც მე ისედაც ვიყავი დაინტერესებული. ამ საკითხის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი მუშაობიდან გამომდინარე საჭიროა.ასევე განვიხილეთ როგორ შეიძლება ფოსტიდან ბლოგში ქაღალდის ჩატვირთვა, ესეც საინტერესო იყო და კიდევ ვისაუბრეთ პროექტის პრეზენტაციის მიმართულებასა და სტრუქტურაზე, გავეცანით გაჯეტით მუშაობის თავისებურებებს, ეს ახალი და საინტერესო იყო, თუმცა ჩემთვის ბოლომდე მუშაობა გაურკვეველი დარჩა. საბოლოოდ ტრენინგის ეს დღე საინტერესოდ და პროდუქტიულად დამთავრდა. შეკითხვები ალბად კიდევ გამიჩნდება. ჩვენი ტრენერის იმედი მაქვს მის გარკვევაში დამეხმარება, (თუ რა თქმა უნდა შეკითხვა იარსებებს).
Thursday, March 9, 2017
მეშვიდე დღე
დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ საინტერესო იყო, რადგან გავეცანით ბლოგზე პორთფოლიოს ატვირთვის პროცესს და გამოვაქვეყნეთ ჩვენი ნამუშევარიც.ატვირთვის პროცესი ახალი არ იყო , მაგრამ მივიწყებული მქონდა, ამიტომ მომიწია მისი ახლიდან შესწავლა. ბლოგში ნამუშევრის განთავსება გამიჭირდა, რადგან მქონდა კომპიუტერში ტექნიკური ხარვეზები. დღევანდელი ცოდნა ჩემს პროფესიაში ხშირად გამომადგება, ვინაიდან პორტფოლიოს ატვირთვა ზოგადად მნიშვნელოვანია ყველა იმ აქტივობის გამოსაქვეყნებლად რასაც მომავალში გავაკეთბ. მუშაობის პროცესში გამიჭირდა ასევე თუ როგორ მოვახდინო რაიმე ცვლილების შეტანა რომელიმე აქტივობაში.( შევიტანე ცვლილება მაგრამ ვერ დავაფიქსირე და დავკარგე).
გარდა ბლოგზე გამოქვეყნებისა ასევე ვაწარმოეთ ბლოგზე განთავსებული ერთ-ერთი აქტივობისა და შეფასების რუბრიკის ურთირთშეფასება და კომენტარები.
ზოგადად ტრენინგი იყო საინტერესო. შენიშვნები არ მაქვს, რადგან ტრენერი ძალიან ყურადღებიანი გვყავს და დროულ დახმარებას გვიწევს ყველას. ტრენინგი შინაარსით დატვირთულია და მრავლის მომცველი აქტივობები აქვს, რაც ჩვენი მომავალი საქმიანობისთვის საჭიროა.
გარდა ბლოგზე გამოქვეყნებისა ასევე ვაწარმოეთ ბლოგზე განთავსებული ერთ-ერთი აქტივობისა და შეფასების რუბრიკის ურთირთშეფასება და კომენტარები.
ზოგადად ტრენინგი იყო საინტერესო. შენიშვნები არ მაქვს, რადგან ტრენერი ძალიან ყურადღებიანი გვყავს და დროულ დახმარებას გვიწევს ყველას. ტრენინგი შინაარსით დატვირთულია და მრავლის მომცველი აქტივობები აქვს, რაც ჩვენი მომავალი საქმიანობისთვის საჭიროა.
Sunday, March 5, 2017
მეექვსე დღე
ვიმუშავეთ გაზეთის და ბლოგის შეფასების რუბრიკის შექმნაზე. გავეცანით კითხვარის შედგენას და გაზიარებას,შესაბამისად შევასრულეთ დავალება.
Saturday, March 4, 2017
მეხუთე დღე
განვიხილეთ მოსწავლის ნიმუშის ერთ-ერთი აქტივობის აღწერას. გავეცანით პრეზენტაციის შექმნისთვის საჭირო რჩევებს.
მეოთხე დღე
განვიხილეთ სასწავლო პროცედურების დაგეგმვის მიმართულების
მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი.
ვიმუშავეთ როგორ დავსვათ პროექტის გეგმაში კითხვები
დასახული მიზნისა და შედეგების მისაღწევად. ასევე განვიხილეთ შეფასების გეგმა.
Subscribe to:
Posts (Atom)